
ავტორი
Front News საქართველო
ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძალადობრივ ფაქტებზე პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება.
“რაც შეეხება თავდასხმებს და ამ აგრესიულ გამოვლინებას, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ – ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას. პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ჩვენი პასუხი ამით არის ნათქვამი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს