ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ადამიანს გაუმარჯოს ღმერთმა, ეს არის მათი პირადი ბიზნესი


ავტორი
Front News საქართველო
როცა თქვენ უვარდებით მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ისევე, როგორც მიუვარდით ჩემს შვილებს, სამარცხვინო იყო, რაც თქვენმა ტელევიზიამ, თქვენმა ჟურნალისტებმა გააკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ტვ პირველის“ ჟურნალისტს რომან ჩხენკელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, განავითაროს ბიზნესი.
“მე თანამდებობა დავტოვე 2015 წლის 23 დეკემბერს. ჩემთან უამრავი ადამიანი მუშაობდა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იარსებოს, იმუშაოს და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. ყველა ადამიანს გაუმარჯოს ღმერთმა. ეს არის მათი პირადი ბიზნესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს