
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სახელმწიფოს ჰყავს აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია.
“მას შემდეგ, რაც ზოგადად დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი, ჩამოყალიბდა, შეიქმნა დიდი სახელმწიფოები, მას შემდეგ, ყველა სახელმწიფოს, მოგეხსენებათ კარგად, იცით ჩვენი ქვეყნის ისტორია, სხვების ისტორიაც, რომ ყველა ერს და სახელმწიფოს, მათ შორის დიდ სახელმწიფოებს ჰყავთ თავისი აგენტებიც, მოღალატეებიც და გამყიდველებიც. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და ჩვენ ძალიან არ უნდა გავერთოთ ასეთი საკითხებით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. აი, ეს არის ჩემი პასუხი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს