ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა მოღალატე და ბინძური შეთქმულების ავტორი დაისჯება სამაგალითოდ


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ და უსუსური მცდელობა თითქოს, რაღაც გაუგებრობა მოხდეს მთავრობას და ეკლესიას შორის; დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გორში, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვას, რომ შესაძლოა კვალი ხოჯევანიშვილამდე და გახარიამდე მიდიოდეს, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
“რაც შეეხება ვერსიებს, თქვენ ახსენეთ გვარები, მე აღარ მინდა გავიმეორო მოღალატეების გვარები, ერთს გეტყვით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და პროკურატურა, რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას დაამუშავებს და არჩევნების შემდეგ, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ყველა მოღალატე და ყველა შეთქმულების, ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს