ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება

ავტორი
Front News საქართველო
ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არჩევნების მეორე ტურებს ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი საზრუნავი და კითხვები უნდა შეეხებოდეს მოსახლეობის მთავარ გასაჭირს, რაც არის უმუშევრობა და სიღარიბე.
“ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არჩევნების მეორე ტურებს ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი მთავარი საზრუნავი და კითხვები უნდა შეეხებოდეს ჩვენი მოსახლეობის მთავარ გასაჭირს, რაც არის უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


