ირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე მეტად არწმუნებდა ვანო მერაბიშვილი, რომ ჩამოსულიყო, ყველაზე მეტად მისი ციხეში დაჭერა გაუხარდა ნიკა მელიას


ავტორი
Front News საქართველო
იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს.
“იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა. როგორც დაასრულა ამ ადამიანმა მისი ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, თავი ამოყო ციხეში, ძალიან მარტივად.
ამას გარდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით, აბსოლუტურად არ გვაინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის” გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რაც მიმდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე, რომ გამოდიხარ და ამბობ, რომ ომი უნდა დაიწყო, ვინ ხარ საერთოდ და როგორ ბედავ ამას?