
ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაური შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს მაცხოვრის შობას.
“ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია”, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს