
ავტორი
Front News საქართველო
რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე ტურები არის გახარიას და არა სააკაშვილის გამო.
“ქუთაისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, ეს ერთი და მეორე – მეორე ტურები სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი და აქედან გამომდინარე, მეორე ტურში ვინ არის ჩვენი ოპონენტი – მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ ყველას, რა თქმა უნდა, დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში. იცოდნენ, რომ ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებს და მჩაგვრელებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს