ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყნისა და ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება მისცა მთავრობას.
“ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილური ვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელს ველოდებით, რომ ასევე დაახლოებით 10%- იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ წლევანდელ წელს, რამაც მოგვცა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით