
ავტორი
Front News საქართველო
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა ის, რომ 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ის 3,2%-მდე, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 40% მდე ჩამოვწიეთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გააჩინა, რამაც მთავრობას ბევრი კარგი და ახალი წამოწყების დაფინანსების საშუალება მისცა.
“რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე შეიძლება ძალიან ბევრი მოქალაქე კითხულობდეს. როგორც მოგახსენეთ, ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში, ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი, ახალი წამოწყების, პროგრამების დაფინანსება. 700 მილიონ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება. 700 მილიონით ვალის შემცირება არის რეალური, რაც ჩვენ შევძელით, ეს ერთი და მეორე მინდა ვთქვა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ის 3,2%-მდე. მთავრობის ვალი კი მშპ-ის 40% მდე ჩამოვწიეთ. სულ რაღაც ორი წლის წინ 60%-მდე იყო მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით. დღეს 40% მდე გვაქვს ჩამოწეული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს