
ავტორი
Front News საქართველო
რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერების საკითხებს.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების გაძლიერებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გამყარების გზებს. რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად ველით, კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია მალტას მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს