
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ვამზადებთ ამ პროექტს, გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი და ეს გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია გონიოში ახალი დასახლების შექმნა, რომელიც შესაძლოა, გახდეს ფინანსური ცენტრიც.
“გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში. თბილისში, თბილისის მერიასთან ერთად ვმუშაობთ ახალ, 2-3 პროექტზე, რომელზეც რამდენიმე კვირაში, მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს