
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.
ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა.
ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა.
ცერემონიას 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თაგები:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს