
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.
“დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.
საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.
ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის”, – წერს ღარიბაშვილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს