ირაკლი ღარიბაშვილი – რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ


ავტორი
Front News საქართველო
რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, დაფიქსირდა ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა.
“რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ; დაინერგა ინოვაციური მიდგომები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ჩვენი ქვეყნის პოტენციალით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს უმსხვილესი და მრავალმილიარდიანი კორპორაციები. დაფიქსირდა შარშან ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა;
გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 107.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2021 წელს, ზრდამ 182.5% შეადგინა. წელს არა მხოლოდ ვუბრუნდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ მთავრობის სწორი სტრატეგიის შედეგად, რეკორდული მოცულობის შემოსავალს ველით ტურიზმის ინდუსტრიიდან: პირველი კვარტლის მდგომარეობით 1.2 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ, რაც მნიშვნელოვანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით. მიღებული შემოსავალი არის რეკორდული პირველ კვარტალში, თითქმის 800 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 38%-იანი მატებაა. საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ვუმასპინძლებთ დაახლობით 6 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყანა ელოდება დაახლოებით 4.5 აშშ დოლარის შემოსავალს, რაც 2019 წელთან მიმართებაში 134% მატებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30%-იანი მატება გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი – 70%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში

ირაკლი ღარიბაშვილი – 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს მიუახლოვდება