ირაკლი ღარიბაშვილი – რეზოლუციას მე ვაპროტესტებ, აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი

ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის რეზოლუციას აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ახლა, რამდენიმე დღის წინ მიიღეს ევროპარლამენტში რეზოლუცია. ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც ეძახიან EPP-ის. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. რეზოლუციას მე ვაპროტესტებ, აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




