
ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილის შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს.
“რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მე არ მინდა მასზე ვილაპარაკო, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა, მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ უნდა დარჩენა პოლიტიკაში, მისი აფილიაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს, მე მეტი კომენტარის კეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს