
ავტორი
Front News საქართველო
როშ ჰაშანას დღესასწაული მინდა მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, ქართულ-ებრაული ძმობის ისტორია ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელიც ჩვენს ხალხს საუკუნეებია აკავშირებს.
“სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ებრაელებმა ასე შეინარჩუნეს საკუთარი ეროვნულობა საქართველოში, რომლითაც ჩვენ, ქართველები, ძალიან ვამაყობთ.
მინდა გავიზიარო თქვენი დღესასწაულის დიდი სიხარული და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატება თქვენ და თქვენს ოჯახებს”,- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს