ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი არის ლაჩარი, აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ


ავტორი
Front News საქართველო
ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი – ის აქ ვერ ჩამოვა, თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის პოლიციისადმი მიმართვის შესახებ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არ არის საინტერესო, რას იტყვის და ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი.
“სააკაშვილის – ამ ნარკომანი, არასერიოზული კაცის მოწოდებებს თუ დააკვირდებით, ნებისმიერი დამწყები პოლიციელი ამოიცნობს, რომ იყო ნარკოტიკული თრობის ქვეშ. არ არის საინტერესო, ეს არასერიოზული კაცი რას იტყვის, ვის მიმართავს და მორიგ ტყუილებს და პროპაგანდისტულ გზავნილებს ვის გაუგზავნის. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ლაჩარი. ის აქ ვერ ჩამოვა. თუ ჩამოვა, შევა მაშინვე ციხეში და ამ პროცესს ვერავინ აღუდგება წინ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს