
ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, მისი ბიძა არის ოლიგარქი, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“.
“დადასტურებული ასი მილიონის ქონება აქვს გიული ალასანიას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემა. რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. დესტაბილიზაციის, ჩვენი ხალხის სიმშვიდის და სტაბილურობის მთავარი მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს