
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს. აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება ზემოაღნიშნული დინამიკა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას, მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მთავრობის მეთაურმა ჯეიმს ჯონს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავ რეფორმების ერთგულია.
შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს