
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაური განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.
“დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას.
განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.
ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და ვალდებულებას, რომ დავუპირისპირდეთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას, ვაშენოთ უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო“,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს