
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კრიტიკულ სტატიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს მისი განცხადების მორიგი დადასტურებაა იმის შესახებ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები ევროპელ ლიდერებს ეხვეწებიან, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არ იყოს ასახული.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ სტატიაზე თანახელმომწერი ელენე ხოშტარიაა.
„საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღაბნა, ის არის მორიგი დადასტურება იმ ინფორმაციის, რაც მე ახლა გითხარით. აი, მორიგი დასტური, რომ ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რაიმენაირად ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს