
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 8 წლისთავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუკზე წერს.
“უსაფრთხოების სამსახური მოკლე დროში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად; იგი ეფექტიანად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, ებრძვის ტერორიზმსა და კორუფციას, უმაღლეს დონეზე იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებას, ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
თქვენი საქმიანობა ხშირად სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის რისკთან არის დაკავშირებული; დღეს კიდევ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას.
უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი მიზნებისკენ სვლის პროცესში.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისათვის თავდადებისა და ქვეყნის ერთგულებისათვის, კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ”, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს