
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “სანკო ჰოლდინგის” საპატიო პრეზიდენტს ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “მხარეებმა საქართველოს ძლიერი საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს”.
საუბარი შეეხო იმ საინვესტიციო პროექტებს, რომლის განხორციელებითაც დაინტერესებულია SANKO Group-ი.
SANKO Group-ის სათაო ოფისი თურქეთში მდებარეობს, ჰოლდინგში 14 000 ადამიანია დასაქმებული. კომპანია რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, მათ შორისაა განახლებადი ენერგია, მშენებლობა, უძრავი ქონება, ტექსტილი და სხვა სექტორები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და „სანკო ჰოლდინგის” დირექტორი ჯემალ არიქი ესწრებოდნენ.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს