
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი SPECA-ს (“გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე მონაწილეობას “ტვიტერზე“ ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის.
“საპატიო სტუმრის რანგში მქონდა სიტყვით გამოსვლის პატივი გაერთიანებული ერების მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული პროგრამის სამიტზე, რომელშიც რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები იღებდნენ მონაწილეობას.
ხსენებული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის.
საქართველო ერთგულია მშვიდობის, ურთიერთკავშირებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან ერთად აქტიური ჩართულობის იდეისადმი”, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს