
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში ახლადდანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გოჩა ჯავახიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გოჩა ჯავახიშვილს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.
გოჩა ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში. მას მიღებული აქვს საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენი და აკადემიური პალმის ორდენი.
თაგები:
გოჩა ჯავახიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს