
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის – DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან.
საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!”,- წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს