ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს.
“მიხარია ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრეი პლენკოვიჩთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტრტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი