
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელთან და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
პრემიერ-მინისტრი „ტვიტერზე“ წერს, რომ საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება და ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობა მზად არის, განავითაროს ეფექტიანი რეგულაციები და მოიზიდოს ძლიერი პარტნიორები.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტო ვალუტის საკითხები. საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და მიზანმიმართული რეგულაციები, თან მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები”,- წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს