ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას


ავტორი
Front News საქართველო
დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს! ამ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს თანასწორ და ღირსეულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას.
“დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!
ამ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს თანასწორ და ღირსეულ გარემოში.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. საქართველოს მთავრობა ზრუნავს თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას.
სახელმწიფოს ვალია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. მთავრობა ყოველთვის მხარს დაუჭერს, წაახალისებს და თავად ჩაუდგება სათავეში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს”,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა

ირაკლი ღარიბაშვილი – მე მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია