
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეს ულოცავს.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, ასევე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა, ქართველები და ეზიდები ერთად აშენებენ ქვეყნის მომავალს და ერთად ზრუნავენ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია.
“დღეს მთელს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის “ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეა. მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს.ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი.
ჩვენს შორის არსებული ძმური და სამაგალითო მეგობრობაზე აგებული ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. ჩვენ ერთად ვაშენებთ ქვეყნის მომავალს და ერთად ვზრუნავთ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია.
დღეს, ასევე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს დღევანდელ დღეს, ვუსურვებ მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს