
ავტორი
Front News საქართველო
ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი მეთაურის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაიმე არეულობას შემოიტანენ ქვეყანაში.
“ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ილუზია არავის ჰქონდეს. ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით. ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა – ფიასკოთი. სრული ფიასკოთ დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ამ ომის პარტიას და ამრევებს და „ლუზერებს“ არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას. პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ისეთი, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს