
ავტორი
Front News საქართველო
საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.
მთავრობის მეთაური საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობას უხდის.
“საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს მადლობას ვუხდი გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, რომელიც საუდის არაბეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში შედგა. განვიხილეთ არსებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში ჩვენი პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები”,- წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს