
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის ელჩს ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ელჩის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში საქართველო-სერბეთის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს სერბეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო, თავის მხრივ, ინარჩუნებს მკაფიო პოზიციას სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს