
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით და უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, გეგმები, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კუჭავაზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვისაც გულდასაწყვეტი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კახამ მიიღო და ეს მისი გადაწყვეტილებაა. მას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით და უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, გეგმები, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში. რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვას მინდა წარმატება ვუსურვო. იგი არის უაღრესად განათლებული, წესიერი, კვალიფიციური კადრი და ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. მჯერა, რომ იგი იქნება პარლამენტის წარმატებული და ეფექტური თავმჯდომარე.
შეიძლება ამას დავარქვათ როტაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი. საბოლოო ჯამში, გუნდი არის ერთიანი, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის გუნდი. აქ პიროვნებებზე ნაკლები აქცენტი უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს