
ავტორი
Front News საქართველო
შარლ მიშელს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და საქართველო ამ გზას მტკიცედ მიჰყვება.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან. შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. ევროკავშირსა და საქართველოს სტაბილური პარტნიორობა აერთიანებს. მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მივყვებით“,- წერს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერზე“.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს