
ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით პარტნიორებთან, ამას სჭირდება დიალოგი, ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც შეიძლება, იყოს უთანხმოებებიც.
“ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა, გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომლებიც ვთანხმდებით, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ევროპასთან. შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით, ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ეს გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს