
ავტორი
Front News საქართველო
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.
მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
“დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე. საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს