Logo

ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
1495
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა ლიბერს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

“შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ ელჩს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, ასევე მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

 

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის ახალ ელჩს მადლობა გადაუხადა და ამ პროცესში შვედეთის სამეფოს შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ლიბერს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაგები:

შვედეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები