
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა.
განსახილველ საკითხთა შორის ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს