
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია.
ირაკლი ღარიბაშვილმა მატუშ ბუშოვსკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა ახალ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სლოვაკეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს