
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ გალობს ესპანეთის სამეფოში, ქალაქ გრანადაში შეხვდა.
“შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა სლოვენიის მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ გალობს სლოვენიის რესპუბლიკის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
სლოვენია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს