
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, ფესტივალ ღვინის დღეების გახსნას დაესწრო.
ღვინის დღეების ფარგლებში თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იყო კვების სივრცე, სადაც შესალებელი იყო ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
ამასთან, ღონისძების ფარგლებში გაიმართა კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა, ღვინით ხატვის და კერამიკის მოხატვის მასტერკლასები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები თელავის მარნებში. ასევე გაიმართა ინტერაქტიული გამოფენა “8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. ფესტივალ ღვინის დღეების პირველი დღე თელავში დასკვნითი გალა-კონცერტით დასრულდება.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს