
ავტორი
Front News საქართველო
თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა.
“რაც შეეხება პროცესს, როგორც წარიმართა, ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი. ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი, ორ ვერსიას, ანუ ერთი ამერიკული მოდელი ავიღეთ, თარგმნილი იყო და გადმოვიტანეთ და ვთქვით, რომ ზუსტად იდენტური ამერიკული მოდელი გვინდა, რომ მივიღოთ. მეორე იყო ქართული ვერსია, რომელსაც თავიდანვე კარგად გააზრებული იყო ეს ყველაფერი, დაარქვეს რუსული კანონი. იცით, თუ როგორი მგრძნობიარეები ვართ ჩვენ ყველანი, ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ. და თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს