
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი თუშეთში საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა.
მთავრობის მეთაური სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
პრემიერმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მესაზღვრეების, პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური, დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ალადაშვილი და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს