
ავტორი
Front News საქართველო
თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გასაღრმავებლად ხელშესახები მექანიზმების განხილვის შესაძლებლობა ექნება.
“თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში. შევხვდები ევროპელ პარტნიორებს და მექნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გასაღრმავებლად ხელშესახები მექანიზმების განხილვის შესაძლებლობა,” – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს