ირაკლი ღარიბაშვილი – ტოლერანტობა, ადამიანის დაფასება, ღირსების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია


ავტორი
Front News საქართველო
ტოლერანტობა, ადამიანის დაფასება, ღირსების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა ჩვენი დიდი კულტურისა და ისტორიის უწყვეტი ტრადიცია და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და ტრადიციების მქონე განსხვავებული ადამიანები ღირსეულად თანაცხოვრობდნენ და ერთად ქმნიდნენ საერთო სამშობლოს ისტორიას.
“დღეს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
ტოლერანტობა, ადამიანის დაფასება, ღირსების პატივისცემა და განსხვავებულის მიმღებლობა ჩვენი დიდი კულტურისა და ისტორიის უწყვეტი ტრადიცია და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენს მიწაზე სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და ტრადიციების მქონე განსხვავებული ადამიანები ღირსეულად თანაცხოვრობდნენ და ერთად ქმნიდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს ისტორიას.
დღესაც, თანამედროვე, ევროპული საქართველოს, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების შენების ფუნდამენტი სწორედ ეს დიდი მემკვიდრეობა და ღირებულებებია. ამ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე და შემოქმედია.
ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტური ღირებულებები. ჩვენ პატივს ვცემთ და ყოველთვის დავიცავთ თითოეული მოქალაქის ღირსებასა და თავისუფლებას“, – აღნიშნავს პრემიერი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს თიანეთსა და თელავში შეხვდებიან

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხელვაჩაურსა და ოზურგეთში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია