
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიამ მურღვლიანს ევროპის ახალგაზრდა ძალოსანთა ჩემპიონატზე ტრიუმფალურ გამარჯვებას ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში აღზრდილი გოგონას ეს დიდი წარმატება მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.
“15 წლის მარიამ მურღვლიანის ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდა ძალოსანთა ჩემპიონატზე, წარმოუდგენელი შედეგი – 3 ოქრო და 9 რეკორდი! პირველი ქართველი ჩემპიონი და რეკორდსმენი გოგონა კონტინენტის პირველობაზე!
აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში აღზრდილი გოგონას ეს დიდი წარმატება მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.
ვულოცავ მარიამს, მის ოჯახს, მწვრთნელს და სრულიად საქართველოს!”-ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს