ირაკლი ღარიბაშვილი – წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება, მაინც აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები, წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია?


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი დღის წესრიგი არ აქვს, ძალა, რომელიც გამოირჩეოდა მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დაპირებებით, ათასი სისასტიკით, დანაშაულებით და კრიმინალით, ცრუ დაპირებასაც კი ვეღარ ბედავს, რადგან იციან, რომ მათ სიტყვას არავითარი ფასი აღარ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე გარკვეული ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა ქვეყანაში.
“წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან – წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება ციხეში სააკაშვილი. ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები. წარმოგიდგენიათ, საერთოდ როგორი ანეკდოტია? მთავარი კრიმინალი გვიზის ციხეში – ბატონი სააკაშვილი,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ძალები ყველა ქვეყანაში და ეს დამკვიდრებული და ყველასთვის მიღებული პრაქტიკაა, როგორც მმართველი ძალა, ისე ოპოზიციური პარტიები, იკრიბებიან და აქციებს მართავენ.
“ეს აბსოლუტურად ევროპული პრაქტიკაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი ალბათ, გვისმენს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ დიდხანს იქნება ციხეში

ირაკლი ღარიბაშვილი – შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის პრობლემა, 2012 წელს ისე დაამარცხა არჩევნებით, შოკიდან ვერ გამოვიდნენ, რვა არჩევნები წააგეს და ყველაფერს ამ კაცს აბრალებენ